1.მზე ცეცხლივით კაშკაშებს, დრო ნეტარებაში გადის
მითხარი უკეთესი რა უნდა შეგვმთხვეოდა
სიცოცხლის ფრაზები ჟღერს, ძალამ დაბადა წყაროები
კაშკაში არ აბრმავებს, ღამე არ ამსხვრევს
თუმცა დემონები ზოგჯერ აღვიძებენ
ისინი გულებს ავსებენ ბოროტი აზრებით
ყოველ წამს ერთმანეთის გვერდიგვერდ
ერთი მოგზაურობა, ცხოვრების სიღრმეებიდან ერთ-ერთი
მისამღ.:ცხოვრება მუსიკაა, ცხოვრება მოგებულია
სანამ ჩვენი გულები სიყვარულს არ შეწყვეტენ
2.დაფარა მთები ნაცრისფერ-თეთრმა ნისლმა
სულის სიღრმეებში გულის ანგელოზი მღერის
ჩვენი თვალების სიღრმეში ცეცხლის ნაპერწკალი ისევ ანთია
მითხარი ეს სინამდვილეა თუ მხოლოდ გვესიზმრება
მე მინდა ვიცეკვო შენთან მთელი ჩემი სიცოცხლე
და დაე ეს ცეკვა არასდროს დასრულდეს
წიწვიანა კედლების სუნის გვერდით
ჩვენ სხვა აღარაფერი გვჭირდება