current location : Lyricf.com
/
Songs
/
Torna a Surriento [Georgian translation]
Torna a Surriento [Georgian translation]
turnover time:2024-12-29 01:13:49
Torna a Surriento [Georgian translation]

შეხედე ზღვას, როგორ ღელავს,

როგორ ბადებს გულში სევდას,

როგორც შენი მოლანდება,

ძილშიც რომ არ მასვენებს!

გადახედე ყვავილნარებს,

შეიგრძენი სურნელება,

ოჰ, ასეთი მღლვარება,

გულს ცრემლებით ასველებს...

და შენ ამბობ: "კარგად იყავ!"

ჩემს გულს ზარავს განშორება,

ამ სიყვარულის მიწაზე

აღარ გსურს დაბრუნება?!

ნუ წახვალ ჩემგან,

ნუ მომაყენებ ტანჯვას,

დარჩი სორენტოში,

დარჩი ჩემთან!...

გადახედე ზღვას სორენტოს,

ჩამავალი მზე რომ ათბობს,

მთელი მსოფლიოს მომვლელებს

მსგავსი არსად არ ახსოვთ!

მოუსმინე სირინოზებს,

ნახე, როგორ გიგალობენ,

ისე ძლიერ შეუყვარდი,

შენს წასვლაზე დარდობენ!...

და შენ ამბობ: "კარგად იყავ!"

ჩემს გულს ზარავს განშორება,

ამ სიყვარულის მიწაზე

აღარ გსურს დაბრუნება?!

ნუ წახვალ ჩემგან,

ნუ მომაყენებ ტანჯვას,

დარჩი სორენტოში,

დარჩი ჩემთან...

Comments
Welcome to Lyricf comments! Please keep conversations courteous and on-topic. To fosterproductive and respectful conversations, you may see comments from our Community Managers.
Sign up to post
Sort by
Show More Comments
Ernesto de Curtis
  • country:Italy
  • Languages:Neapolitan
  • Genre:Opera
  • Wiki:http://it.wikipedia.org/wiki/Ernesto_de_Curtis
Ernesto de Curtis
Latest update
Copyright 2023-2024 - www.lyricf.com All Rights Reserved