იყავი ის, ვინც გსურს, რომ იყო
გააკეთე, რაც გინდა
შენც მარტო ხარ ამ სამყაროში
მყოფი დედის მკლავებში,
თუ მამის გზაზე,
ძმის გვერდით ,
მაგრამ მარტო ხარ
მარტო ვართ, ყოველთვის მარტო ვართ
სიტყვების ტყვეობაში,
დაკვირვების ქვეშ,
ცხოვრების ბრძოლაში მარტო ხარ
ამოსუნთქვისას თუ ჩასუნთქვისას
იცინი თუ ტირი- მარტო ხარ
მარტო დავრჩით
სად არის დედაშენი და სად არის მამაშენი?
ვისაც ხედავ? ვინც გიყვარს?
სად არიან შენი ძმა და მეგობარი?
სამყაროს სხვადასხვა კუთხეში
გაბნეულნი ვართ
დასაწყისიდან დასასრულამდე
გაშლილები ვართ მთელს სამყაროში
მარტო ვართ, მარად მარტო