1. სხვის მიწა წყალზე რამდენი წელი
რამდენი ნატვრის ვერ ასრულება
||: ძნელი ყოფილა სახლიდან წასვლა
უფრო ძნელი კი შინ დაბრუნება :||
2. არა მე მართლა კი არ დავბერდი
ისე ჭაღარა შემომეპარა
||: სახეზე ღარებს რომ დაინახავ
მონატრებაა სიბერე არა :||
3. არა მე მართლა კი არ დავბერდი
ისე უბრალოდ ფიქრმა დამღალა
||: იმედის კართან ჩამოვისვენე
და მოთმინება იმან მასწავლა :||