current location : Lyricf.com
/
Songs
/
სისონა დარჩია [Sisonai darchiai] lyrics
სისონა დარჩია [Sisonai darchiai] lyrics
turnover time:2024-11-13 22:13:30
სისონა დარჩია [Sisonai darchiai] lyrics

სისონაი დარჩიაი ნაქებია ბიჭობაში,

მივიდა და ძმა იტირა, არ შეშინდა იმდონ ჯარში,

ცალ ხელში თოფი ეჭირა, ცრემლი მოასხმიდა თვალში,

...შენ მკვდარი და მე ცოცხალი, რაფერ გევიარო ხალში?! x2

ერთი ვინმე ვაჟბატონი მარჯვეა ღალატობაზე,

ოცდათორმეტი სტრაჟნიკი მან დამახვედრა ბოგაზე,

ვისკუპე და ქე გადავხტი დიდ ბოგიდან სუფსის წყალზე,

...უკაცრავად ქე ვარ, მარა პრისტავს გადავახტი თავზე. x2

მე რომ ვეფერი დამაკლენ, ჩემს მეზობლებს დახდენ გზაში,

უმოწყალოდ დაესიენ, კონდახები ურტყეს თავში.

გევიქეცი, დავაყარე ვინც პირველად შემხვდა ხელში,

...შვიდი უსულოდ დავაგდე, სხვები შიშით შეძვრენ ტყეში. x2

ერთი ორი გავისროლე დადეშქელიანის ხმაზე,

მოღალატე და პრისტავი მივაკალი რიყის ქვაზე,

სხვები ცხვრებივით გარბოდენ, ზოგი წინ და ზოგი განზე.

...აბა რა ვქნა, რას მერჩიან, რომ მებრძვიან მართლის თქმაზე. x2

თოფი ხელში იმიზა მაქ, რომ გავჟლიტო ხალხის მტერი.

მე, სისონა მარტოდ-მარტო, დარდისაგან ხშირად ვმღერი,

ხალხი მიყვარს, მათ გულისთვის ღამეს ვათევ თოვლში, წყალში,

...არ მოვკვდები, ვინცხა მაინც დამაფასებს მომავალში. x2

Comments
Welcome to Lyricf comments! Please keep conversations courteous and on-topic. To fosterproductive and respectful conversations, you may see comments from our Community Managers.
Sign up to post
Sort by