current location : Lyricf.com
/
Songs
/
Santa Lucia [Georgian translation]
Santa Lucia [Georgian translation]
turnover time:2024-09-18 22:01:28
Santa Lucia [Georgian translation]

ზღვაზე ანათებს ვერცხლის ვარსკვლავი,

მის მსუბუქ ტალღებზე, მიმაფრენს ქარი.

ზღვაზე ანათებს ვერცხლის ვარსკვლავი,

მის მსუბუქ ტალღებზე, მიმაფრენს ქარი.

მოდი ჩემს ნავში, გული მაქვს ღია,

სანტა ლუჩია სანტა ლუჩია.

მოდით ჩემს ნავში, გული მაქვს ღია,

სანტა ლუჩია სანტა ლუჩია!

მთვარე ელვარებს ღამის ნიავზე,

ო, რა საამოა საღამო ნავზე.

მთვარე ელვარებს ღამის ნიავზე,

ო, რა საამოა საღამო ნავზე.

ჩამოდით სტუმრებო ყოველი მხრიდან,

სანტა ლუჩია, სანტა ლუჩია!

ჩამოდით სტუმრებო ყოველი მხრიდან,

სანტა ლუჩია, სანტა ლუჩია!

უშფთველ ზღვაზე სიოს თამაში

გავიწყებს მეზღვაურს, შფოთვა-გასაჭირს.

უშფოთველ ზღვაზე სიოს თამაში

გავიწყებს მეზღვაურს, შფოთვა-გასაჭირს.

და წამოვიმღერებ გულის სიღრმიდან,

სანტა ლუჩია, სანტა ლუჩია!

და წამოვიმღერებ გულის სიღრმიდან,

სანტა ლუჩია, სანტა ლუჩია!

ო, ტკბილო ნაპოლი, ჩემო მშვენებავ,

შენთან ხომ სილაღე სულს ეფინება.

ო, ტკბილო ნაპოლი, ჩემო მშვენებავ,

შენთან ხომ სილაღე სულს ეფინება.

შენ ხარ სილამაზის ზეიმპერია,

სანტა ლუჩია, სანტა ლუჩია!

შენ ხარ სილამაზის ზეიმპერია,

სანტა ლუჩია, სანტა ლუჩია!

Comments
Welcome to Lyricf comments! Please keep conversations courteous and on-topic. To fosterproductive and respectful conversations, you may see comments from our Community Managers.
Sign up to post
Sort by