1. სამშობლოს არვის წავართმევ
ჩვენც ნურვინ შაგვეცილება
||: თორემ ისეთ დღეს დავაყრით
მკვდარსაც კი გაეცინება :||
2. ირემს რად უყვარს მთის წყარო
არწივს მაღალი მთანია
||: მე რატომ მიყვარს სამშობლო
განა ეს საკითხავია :||
3. ბუნება მბრძანებელია,
იგი მონაა თავისა,
საცა პირიმზეს ახარებს
იქვე მთხრელია ზვავისა
მაინც კი ლამაზი არის
მაინც სიტურფით ყვავისა
4. კაცობა ძნელად ხვედრია
ფეხი დაუცდა მრავალსა
||: ყველას კაცობა არ ეთქმის
წუთისოფელსა მავალსა :||
5. ხარს ვგავარ ნაიალაღარს
რქით მიწასა ვჩხვერ ვბუბუნებ
||: ღმერთო სამშოლო მიცოცხლე
მძინარეც ამას ვდუდუნებ :||
6. გულო გამაგრდი ტიალო – ჰე!
ჯანღი ნუ გადაგეფარა
თუ აქამომდე გასძელი
დღეს მტერი გაგტეხს ვერასა