სალამი, ეს ისევ მე ვარ!
სალამი, როგორა ხარ?
დრო ძალიან გრძელი მეჩვენა
სახლიდან შორს შენზე ვფიქრობდი
ცოტა ბევრი ვიმოგზაურე გემით
და დაღლილობას ვგრძნობ
გამიმზადე ერთი ფინჯანი გემრიელი ყავა
ერთი ამბავი უნდა გიამბო
იყო და არა იყო რა, იყო ვიღაცა
ვიღაცა ვისაც კარგად იცნობ
ის ძალიან შორს წავიდა
ის დაიკარგა, ის დაბრუნდა
სალამი, ეს ისევ მე ვარ!
სალამი, როგორა ხარ?
დრო ძალიან გრძელი მეჩვენა
სახლიდან შორს შენზე ვფიქრობდი
იცი, ძალიან შევიცვალე
გეგმებს ვაწყობდი, ვფიქრობდი
შენზე, ჩემზე, ჩვენზე
გიჟურ გეგმებს, მე ხომ გიჟი ვიყავი
შენ აღარაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი
მე მხოლოდ ერთი მოგონება ვარ
ალბათ არც ისე ცუდი
მეტად არასდროს გეტყვი
სალამი, ეს ისევ მე ვარ!
სალამი, როგორა ხარ?
დრო ძალიან გრძელი მეჩვენა
სახლიდან შორს შენზე ვფიქრობდი