დღეს მეასეჯერ ვახსენე ნატო,
დღეს მერამდენედ დავხარჯე ფული.
დღეს ნაბიჯებით ვიარე ფართო,
დღეს უმოწყალოდ გაჩერდა გული.
რამდენი დღეა და რამდენი ღამე
დღეს დილით ვფიქრობდი, ვერ გამოვთვალე. (×2)
დღეს ერთი ფუძე წაიღო ქარმა,
დღეს ერთმა გოგომ მაჩუქა გული,
დღეს ერთი გედი ფიქრობდა სადღაც,
დღეს ვიღაცას ღმერთმა ჩაბერა სული.
რამდენი დღეა და რამდენი ღამე
დღეს დილით ვფიქრობდი ვერ გამოვთვალე. (×2)
რამდენი დღეა და რამდენი ღამე
იმდენი დღეა რამდენიც ღამე. (×4)