||: ცხენს იჯდაო წმინდა გიორგი,
ლურჯასაო გახელებულსა :||
||: ხელში ეჭირაო მათრახი
შვიდკეციო, შვიდი მხარია :||
||: ვისაც გადაიჰკვრაო გადასწვდა
გადაჰყვაო ცეცხლის ალია :||
||: ვისაც შამცოდებსო მაიგდებს,
ნაბდებურად გამასთელავსა :||