არის რაღაც განსაკუთრებული იმაში,
როგორ შემოხვედი ჩემს მისაღებ ოთახში
და თავდაჯერებულად
უყურებდი არეულობას, რომელიც თავად ვარ;
მაგრამ მაინც, მაინც გინდივარ.
სტრესის ღარები სახეზე და სიგარეტები,
პოლიტიკა და დეფიციტი,
დაგვიანებული გადასახადები და დანაზოგები,
კივილი და ყვირილი,
მაგრამ მაინც, მაინც გინდივარ.
ოჰ, ყოველთვის გიცრუებ იმედებს
You're shattered on the ground
მაგრამ მაინც დგახარ
ჩემ გვერდით
და ოჰ, ყველაფერი, რაც სულელური გამიკეთებია.
კარგი ადამიანობისგან შორს ვარ, ეს სიმართლეა,
მაგრამ მაინც დგახარ
ჩემ გვერდით.
არის რაღაც განსაკუთრებული იმაში,
რომ შენ ყოველთვის ხედავ სილამაზეს.
არ იმჩნევ სრულ არეულობას,
მუდამ ძალისხმევის გარეშე გამოიყურები
და მაინც, მაინც გინდივარ.
არ ვარ უმანკო,
რწმენა პრივილეგია არ არის
კარტების დასტა ვარ,
ბოროტება ან გულების თამაში,
და მაინც, მაინც გინდივარ.
ოჰ, ყოველთვის გიცრუებ იმედებს,
You're shattered on the ground,
მაგრამ მაინც დგახარ
ჩემ გვერდით
და ოჰ, ყველაფერი, რაც სულელური გამიკეთებია.
კარგი ადამიანობისგან შორს ვარ, ეს სიმართლეა,
მაგრამ მაინც დგახარ
ჩემ გვერდით
ასე რომ გმადლობ
იმისთვის, რომ შანსი მომეცი.
ვიცი, მარტივი არ არის,
მაგრამ, იმედია, ამად ღირს
ოჰ, ყოველთვის გიცრუებ იმედებს,
You're shattered on the ground.
მაგრამ მაინც დგახარ
ჩემ გვერდით
და ოჰ, ყველაფერი, რაც სულელური გამიკეთებია.
კარგი ადამიანობისგან შორს ვარ, ეს სიმართლეა
მაგრამ მაინც დგახარ
ჩემ გვერდით