სამშობლო დედის ძუძუი
არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო,
მირჩევნის ორთავ თვალზედა.
~*~
1. ჰარი, ჰარალო და,
ნეტავი, გოგოვ, მე და შენ,
ჰა-ჰარი, ჰარალო და,
ნეტავი, ბიჭოვ, მე და შენ,
ჰარი, ჰარალო და,
ყანები მოგვცა ზიარი,
ჰა-ჰარი, ჰარალო და,
ყანები მოგვცა ზიარი.
ჰარალალი და ჰარალალო,
ჰარალია რიარალო,
ნეტავი, გოგოვ, მე და შენ,
ყანები მოგვცა ზიარი, ჰე.
2. ჰარი ჰარალო და,
შიგ სამარგლელი მორია,
ჰა-ჰარი ჰარალო და,
შიგ სამარგლელი მორია.
ჰარი ჰარალო და,
ნაპირიც მისცა ტყიანი.
ჰარი ჰარალო და,
ნაპირიც მისცა ტყიანი.
ჰარალალი და ჰარალალო,
ჰარალია რიარალო,
შიგ სამაგლელი მორია,
ნაპირი მისცა ტყიანი.
3. ჰარი ჰარალო და,
რა ძნელია მან ყოფილა,
ჰა-ჰარი ჰარალო და,
რა ძნელი და მან ყოფილა,
ჰარი ჰარალო და,
ეს სიყვარლი ტიალი,
ჰა-ჰარი ჰარალო და,
ეს სიყვარლი ტიალი.
ჰარალალი და ჰარალალო,
ჰარალია რიარალო,
რა ძნელია მან ყოფილა,
ეს სიყვარლი ტიალი.
ჰარი, ჰარალო და,
ნეტავი, გოგოვ, მე და შენ,
ჰა-ჰარი, ჰარალო და,
ნეტავი, ბიჭოვ, მე და შენ,
ჰარი, ჰარალო და,
ყანები მოგვცა ზიარი,
ჰა-ჰარი, ჰარალო და,
ყანები მოგვცა ზიარი.
||: ჰარალალი და ჰარალალო,
ჰარალია რიარალო,
ნეტავი, გოგოვ, მე და შენ,
ყანები მოგვცა ზიარი, ჰე. :||
~*~
სამშობლოს არვის წავართმევთ
ჩვენს ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთს დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.