current location : Lyricf.com
/
Songs
/
La camisa negra [Georgian translation]
La camisa negra [Georgian translation]
turnover time:2024-11-13 22:58:40
La camisa negra [Georgian translation]

შავი პერანგი მაქვს-

დღეს ჩემი სიყვარული გლოვობს.

დღეს ჩემს სულში ტკივილია

და ყველაფერში დამნაშავე შენი ჯადოა.

დღეს მე ვიცი რომ უკვე აღარ გიყვარვარ

და ეს უდიდეს ტკივილს მაყენებს

ყველაფერი რაც გამაჩნია არის შავი პერანგი

და ტკივილი,რომელიც ჩემში ბინადრობს.

ვხედავ მარტო დავრჩი

და ეს ყველაფერი შენი ტყუილი იყო.

და ჩემი დაწყევლილი ბედის გამო

რომ იმ დღეს,პირველად შენთან შემახვედრა.

იმის გამო,რომ შენი სიყვარულის მწარე შხამი დავლიე

დავრჩი მომაკვდავი და ტკივილით სავსე

ისევ ვგრძნობ შენთან დამშვიდობების მწარე კვამლს

და მას შემდეგ,რაც წახვედი,მარტოსული ვარ....

მე მაქვს შავი პერანგი

რადგან მე უკვე შავი სული მაქვს

შენ გამო სიმშვიდე დავკარგე

და ლამის გავნადგურდი.

მოდი,მოდი პატარავ,

გეტყვი,შავი პერანგი მაცვია

მის შიგნით კი მკვდარი ვარ.

შავი პერანგი მაქვს,

შენი სიყვარული კი უკვე არ მაინტერესებს

გუშინ რაზეც ვფიქრობდი რომ ბედნიერება იყო

დღეს აღარაფრად მიმაჩნია

ოთხშაბათი,საღამო და შენ არ მოხვედი

პატარა მინიშნებაც არ დამიტოვე

აი ამიტომ ახლა მხოლოდ შავი პერანგი მაქვს

და შენი კართან შენი ჩემოდნები.

Comments
Welcome to Lyricf comments! Please keep conversations courteous and on-topic. To fosterproductive and respectful conversations, you may see comments from our Community Managers.
Sign up to post
Sort by