1. ვოდელია და,
ქალმა დამწყევლა ლამაზმა, ვოდელია და,
თმაშეღებილმა ინითა, ვოდელია და,
ნეტავი იმას შემყარა, ვოდელია და,
დამთვრალი შავი ღვინითა, ნანაია და.
მისამღერი:
I ხმა: ვორერა ვორერა, ვორირა ვორერა, ვორერა და.
II ხმა: ვო, ვორირა ორერარა ვოვორერა და.
III ხმა: ვო, ვორირა ორერა, ვორერა და.
2. ვოდელია და,
ქალო შენსა ქალობასა, ვოდელია და,
ხმა მიგიგავს გალობასა, ვოდელია და,
ღმერო რაცხა შეგეხვეწე, ვოდელია და - დავადელი ვოდელა,
როდის მიზამ წყალობასა, ნანაია და.
მისამღერი:
I ხმა: ვორერა ვორერა, ვორირა ვორერა, ვორერა და.
II ხმა: ვო, ვორირა ორერარა ვოვორერა და.
III ხმა: ვო, ვორირა ორერა, ვორერა და.
3. ვოდელია და,
გათენდა და გაქრა ბინდი, ვოდელია და,
ჩიტმა დაიწყო გალობა, ვოდელია და,
დამპირდი და მომატყვილე, ვოდელია და - აბა დელო, დილო დელა,
დაიწვას შენი ქალობა, ნანაია და.
მისამღერი:
I ხმა: ვორერა ვორერა, ვორირა ვორერა, ვორერა და.
II ხმა: ვო, ვორირა ორერარა ვოვორერა და.
III ხმა: ვო, ვორირა ორერა, ვორერა და.
დაიწვას შენი ქალობა, ნანაია და, ო.