კაცი ქართველი თუ არის
იტყვის ვით მგზავრი გზაზედა
სამშობლო როგორც უფალი
ერთია ქვეყანაზედა
ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო
არ გავახაროთ მტერიო
ისმოდეს საქართველოში
სიმღერა საივერიო
გზები ერთმანეთს კვეთავენ
დაჭიმული გვაქს მშვილდები
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს
როცა ერთმანეთს ვჭირდებით
ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო
არ გავახაროთ მტერიო
ისმოდეს საქართველოში
სიმღერა საივერიო