1. ქარს ისევ შენსკენ მინდა გამოვყვე,
გზაში დავკარგო სინანული,
როგორ მიყვარხარ, ვაჯავ არ მოყვე,
ცრემლი გაჩვინო მიმამული.
ჭიუხებს მივყვები, გრძნობებზე გიყვები,
რად გინდა სიტყვები, ისედაც მივხვდები,
ღიმილი ვარიგოთ, ოცნების გავიგოთ,
მწვერვალზე ავიდეთ სიყვარულს დავპირდეთ,
ვინც ფიქრებშიც გვახსოვს,
ვინც ფიქრებშიც გვახსოვს.
2. ვაჯავ მიყვარხარ, იქნება მიხვდე,
შენი ალერსი მიხაროდა,
ხელი მომხვიე ნაფერებ სიტყვებს,
შენი ალერსი გაათბობდა.
ჭიუხებს მივყვები, გრძნობებზე გიყვები,
რად გინდა სიტყვები, ისედაც მივხვდები,
ღიმილი ვარიგოთ, ოცნების გავიგოთ,
მწვერვალზე ავიდეთ სიყვარულს დავპირდეთ,
ვინც ფიქრებშიც გვახსოვს,
ვინც ფიქრებშიც გვახსოვს.
3. შენა ხარ ვისაც ვეძებდი მთაში,
ჩემი სიმღერა არ მთავრდება,
კოცნები ჩამრჩა გაწეწილ თმაში,
არხოტის ღამე გამახსენდა.
ჭიუხებს მივყვები, გრძნობებზე გიყვები,
რად გინდა სიტყვები, ისედაც მივხვდები,
ღიმილი ვარიგოთ, ოცნების გავიგოთ,
მწვერვალზე ავიდეთ სიყვარულს დავპირდეთ,
ვინც ფიქრებშიც გვახსოვს,
ვინც ფიქრებშიც გვახსოვს.