შენ მახველ მზეც ამავიდა
მეც აქ მევშავდი ლტოლვილი
შენ წახველ მზეცა წავალის
ვარდის დაჭკნება ყოილი
მინდვრიდან მოხველ შენ ქალო
ამამავალი მზე ხარო
ნეტა იმ ვაჟის დედასა
ვის სახლშიც შენა ჰყევხარო
წარბები გადაგხატვია
გიმშვენებს ორთავ თოლებსა
ტანი ალვის ხეს მიგიგავს
პირი გაბადრულ მთვარესა
აიმ მთა ზედა ყორნები
ბუდობენ, არ იშლიანო
არ შამაგხედავ ქალაუ
თოლნი არ დაიშლიანო