დიდება და მადლი ღმერთსა, ღმერთსა დიდება,
ეს ელია, ელიაო, ღმერთსა დიდება,
ციდან ჩამოსულიაო, ღმერთსა დიდება,
აღარ გვინდა ცის ნამიო, ღმერთსა დიდება,
ღმერთო, მოგვე მზის თვალიო, ღმერთსა დიდება,
აღარ გვინდა ტალახიო, ღმერთსა დიდება,
ღმერთო, მოგვე გორახიო, ღმერთსა დიდება,
ცხავი აცხავებულაო, ღმერთსა დიდება,
დარის დაჩქარებულაო, ღმერთსა დიდება,
დიდება და მადლი ღმერთსა, ღმერთსა დიდება,
დიდებულო, ჩვენო ღმერთო, ღმერთსა დიდება,
დიდება და მადლი ღმერთსა, ღმერთსა დიდება.