current location : Lyricf.com
/
Songs
/
დილილმე / პატარძლის ისტორი [Dililme / P'at'ardzlis ist'ori] lyrics
დილილმე / პატარძლის ისტორი [Dililme / P'at'ardzlis ist'ori] lyrics
turnover time:2025-04-20 18:22:09
დილილმე / პატარძლის ისტორი [Dililme / P'at'ardzlis ist'ori] lyrics

1. ||: დილილმე გამათხოვებენ,

დილილმე წამიყვანენა, :||

პატარძლის კაბას გამხდიან

ნეფესთან დამაწვენენა.

||: დილილმე, დილილმე, დილილმე ნეფესთან დამაწვენენა. :||

2. ||: ახალი პატარძალი ვარ,

ახლად წავედი წყალზედა, :||

სიზარმაცემ შემაწუხა,

ჩამძინებია გზაზედა.

||: დილილმე, დილილმე, დილილმე ჩამძინებია გზაზედა. :||

3. ||: მამამთილს დაუნახივარ,

ჯოხი მაყარა ტანზედა, :||

კოკა(ც) იქ დამვიწყებია,

გამოქცეულსა გზაზედა.

||: დაიმე, დაიმე, დაიმე გამოქცეულსა გზაზედა. :||

4. ||: წინ დედამთილი შემომხვდა,

ახლი მან მაცვა ჯვარზედა, :||

წამოუფრინე დედამთილს,

წიხლი ამოვკარ ძალზედა.

||: დილილმე, დილილმე, დილილმე წიხლი ამოვკარ ძალზედა. :||

5. ||: ჩემმა ქმარმა შემომხედა,

ნამტირალევსა თვალზედა, :||

ახლა იმან დამიმატა,

მეხი დაეცეს თავზედა.

||: მეხი, მეხი, მეხი მეხი დაეცეს თავზედა. :||

6. ||: სახლში აღარ დამაყენეს,

მომიჯახუნეს კარია, :||

ჩემი მოვალეც გახდება,

ის ჩემი მარჯაკალია.

||: დილილმე, დილილმე, დილილმე ის ჩემი მარჯაკალია. :||

||: დილილმე გამათხოვებენ,

დილილმე წამიყვანენა, :||

პატარძლის კაბას გამხდიან

ნეფესთან დამაწვენენა.

||: დილილმე, დილილმე, დილილმე ნეფესთან დამაწვენენა. :||

Comments
Welcome to Lyricf comments! Please keep conversations courteous and on-topic. To fosterproductive and respectful conversations, you may see comments from our Community Managers.
Sign up to post
Sort by
Show More Comments
Trio Mandili
  • country:Georgia
  • Languages:Georgian
  • Genre:Folk, Pop-Folk
  • Official site:http://triomandili.com/en/
Trio Mandili
Latest update
Copyright 2023-2025 - www.lyricf.com All Rights Reserved