ბედს ვეძებდი ვაი სად არ ვიარე,
დრო და ჟამი მიმატებდა სევდას,
რაც ამ ქვეყნად ცოდვა-ბრალი ტრიალებს,
ზეცა როგორ არ შავდება ნეტავ...
ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის,
დრო უცებ გაგვატიალებს.
ვინ იცის? ვინ იცის?
რა მოგვიშუშებს იარებს?
ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს...
ტრიალებს...
სად ვეძებო სამართალი არ ვიცი,
გაგონილა, ცეცხლად მექცა წყალი,
ღმერთო ჩემო, ჩემი ცოდვით დაიწვი?
ერთხელ მაინც გაახილე თვალი.
ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის,
დრო უცებ გაგვატიალებს.
ვინ იცის? ვინ იცის?
რა მოგვიშუშებს იარებს?
ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს...
ტრიალებს...