current location : Lyricf.com
/
Songs
/
Chito, Gvrito [Miminos Simghera] ჩიტო, გვრიტო lyrics
Chito, Gvrito [Miminos Simghera] ჩიტო, გვრიტო lyrics
turnover time:2024-12-22 02:06:36
Chito, Gvrito [Miminos Simghera] ჩიტო, გვრიტო lyrics

მე რა მამღერებს უძირო ზეცა, ზამბახის ფერი,

თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი

მე რა მამღერებს, ვარდების სუნთქვა, ყაყაჩოს ფერი,

ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს, ჰოდა მეც ვმღერი.

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და.

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და.

ჩემი სიმღერა‚ ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა,

როცა ვმღერივარ‚ შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა.

როცა ვმღერივარ‚ მე ჩემს მომავალს სიბერის ვხედავ‚

და უკითხავად სულში შემოდის ფარული სევდა.

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და.

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და.

ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს, ჩიტების სტვენა,

ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა,

როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი,

სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო ამაზე მეტი.

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და.

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და.

Comments
Welcome to Lyricf comments! Please keep conversations courteous and on-topic. To fosterproductive and respectful conversations, you may see comments from our Community Managers.
Sign up to post
Sort by
Show More Comments
Vakhtang Kikabidze
  • country:Georgia
  • Languages:Russian, Georgian, Turkish, Armenian
  • Genre:Pop
  • Wiki:http://en.wikipedia.org/wiki/Vakhtang_Kikabidze
Vakhtang Kikabidze
Latest update
Copyright 2023-2024 - www.lyricf.com All Rights Reserved