current location : Lyricf.com
/
Songs
/
Χ Ξ Σ [666] [Georgian translation]
Χ Ξ Σ [666] [Georgian translation]
turnover time:2025-04-20 18:52:17
Χ Ξ Σ [666] [Georgian translation]

…და შვიდი ანგელოზი გაემზადა საყვირთა ჩასაბერად (გამოცხ. 8.6)

და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა. (გამოცხ. 8.7)

მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. (გამოცხ. 8.8)

წმინდა გაია

მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. (გამოცხ. 8.10)

მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის. (გამოცხ. 8.12)

წმინდა გაია

მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; (გამოცხ. 9.1)

მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; (გამოცხ. 9.13)

მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და კაცობრიობა დაიღუპა.

აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვია - ექვსას სამოცდაექვსი. (გამოცხ. 13.18)

Comments
Welcome to Lyricf comments! Please keep conversations courteous and on-topic. To fosterproductive and respectful conversations, you may see comments from our Community Managers.
Sign up to post
Sort by
Show More Comments
Rotting Christ
  • country:Greece
  • Languages:English, Greek, Latin, French+10 more, Black Speech, Sanskrit, Hebrew, German, Akkadian, Indigenous Languages (Mexico), Spanish, Romanian, Other, Unknown
  • Genre:Metal
  • Official site:http://www.rotting-christ.com
  • Wiki:https://en.wikipedia.org/wiki/Rotting_Christ
Rotting Christ
Latest update
Copyright 2023-2025 - www.lyricf.com All Rights Reserved